ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი: რუსეთმა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია
05-08-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც კონგრესში რუსეთის აგრესიის და ხელისუფლების მოქმედებების ერთერთი მთავარი ოპონენტია, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, საქართველოს სუვერენიტეტი და "არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში".

 


“რვა წლის წინ, ამ დღეებში რუსეთმა დაარღვია ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის-საქართველოს სუვერენიტეტი. არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია ძლიერ მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც თავისთავად, მკაფიო კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან.

 


როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ვხედავთ, ვლადიმირ პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს. [რუსეთ-საქართველოს ომის] ამ მერვე წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან", – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი