თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორის ინფორმაციით, "დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.