შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მოელიან, რომ 15–16 ივლისის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებაში თურქეთის მიერ ბრალდებულ იმამ ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთში ექსტრადიცია განხორციელდება, რადგან ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ანკარას მიერ წარმოდგენილი სამხილი საკმარისია და ამავე დროს შეწუხებულნი არიან თურქეთის ოფიციოზის საფრთხის შემცველი განცხადებებით. ამის შესახებ ამერიკული "The Wall Street Journal"–ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ექსტრადირების საკითხის განხილვებს იცნობენ.
გამოცემის თანახმად, შეერთებული შტატებისა და თურქეთის ოფიციალური პირები არაოფიციალურად განიხილავდნენ შესაძლო სცენარებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება ჯერ კიდევ უნდა დაარწმუნონ, რომ ექსტრადიციის საქმე სამხილებითაა გამაგრებული, აცხადებენ ექსტრადირების საკითხის განხილვებში ჩახედული ადამიანები.

რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ საჯაროდ თურქეთის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის სავარაუდო როლზე, და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გადაცემას, მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელი გახდება მისი გადაცემა, წერს "The Wall Street Journal"–ი წყაროებზე დაყრდნობით და ამატებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მოსალოდნელია რომ ექსტრადიციის განხილვებმა თვეები გასტანოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.