გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა
05-08-2016, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სუსას შორის ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა შედგა.

 

 

მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.

 

 

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

 

 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ,,არსებითი პაკეტის” პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პორტუგალიის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

მარსელო რებელო დე სუსამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ამ პოზიციისთვის და ლუსოფონიკის ქვეყნებში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სთხოვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა და პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.

 

 

შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი