400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს მიიღებს
05-08-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.

 

 

ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. შმიდტის ქუჩაზე კი დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ.

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მენაშენეებისგან, კონკურსის საფუძველზე, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ჯამში 263 ბინა შეისყიდა.

 

 

სამინისტროს ცნობით, მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის ბოლომდე ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა შერვაშიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი