დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, მარნეულში შესყიდულ ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება.
სამინისტროს ცნობით, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე სამინისტრომ 50 ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
განაცხადები მიიღება 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.
ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.