ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განაცხადებით, „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 726 განაცხადია წარდგენილი.
726 განაცხადიდან 146 შესულია მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში და 580 ინოვაციების კომპონენტში.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა, ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაღალტექნოლოგიური კომპონენტების პროექტები ძირითადად არის შემდეგი დარგებიდან: საფინანსო ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგეტიკა; ბიოტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები; მობილური აპლიკაციები; ელექტრონული სწავლება და სხვა.
ყველაზე მეტი განაცხადი შესულია თბილისიდან. კონკრეტულად 262-მა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებობით. ასევე აქტიურობით გამოირჩევა შემდეგი რეგიონები: იმერეთი - 48 განაცხადი, კახეთი - 44; აჭარა - 37; მცხეთა-მთიანეთი - 33 განაცხადი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „სტარპატ საქართველოს“ შესაძლებობებით ისარგებლა საქართველოს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს 56 მოქალაქემაც“,-განაცხადა მან.
ვიცე პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ გადარჩევა უკვე დაწყებულია.
„განაცხადების განხილვა მოხდება ორ ეტაპად. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ზოგადი განხილვა, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთან. მეორე ეტაპზე მოხდება არსებითი განხილვა, რაც მოიცავს კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარებისა და სხვა მახასიათებლების შეფასებას. პირველ ეტაპზე მოწონებულ ყველა ბიზნესიდეაზე მომზადდება პრეზენტაცია და წარედგინება კომიტეტს. საბოლოოდ შერჩეული განაცხადები მიიჩნევა კონკურსში გამარჯვებულად. ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელიც შედგება 9 წევრისგან, რომელიც შედგება საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ორი თვის მანძილზე შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ახალი ინოვაციური ბიზნესიდეის მოფიქრება და შესაბამისი განაცხადის შეტანა. მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს რეგიონი პროგრამაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ბიზნესის დაწყების საშუალება მისცემოდათ.
„სტარტაპ საქართველო“ დაიწყო იმისთვის, რომ საქართველო შეიცვალოს უკეთესობისკენ, გააჩინოს ახალი შესაძლებლობები და სამეწარმეო სულისკვეთება განავითაროს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.