ლევან ბერძენიშვილი: მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილი თუ "ქართული ოცნებიდან" უკონკურენტო იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ "რესპუბლიკელებიდან" მას არ ეყოლება კონკურენტი
05-08-2016, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის გადაყენების მცდელობა ამის ნათელი მაგალითია. იგი ამბობს, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" არავინ არაფერს უთმობს და არც თავად აპირებენ რაიმეს დათმობას. პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ "სალომე ზურაბიშვილი თუ "ქართული ოცნებიდან" უკონკურენტო იქნება, ის არ ნიშნავს, რომ "რესპუბლიკელებიდან" მას არ ეყოლება კონკურენტი". ამის შესახებ ბერძენიშვილმა გაზეთ "რეზონანსს" განუცხადა.

 

 

"ჩვენ აშკარა შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხარაგაულში "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის გადაყენებას შეეცადნენ მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ჩვენი პარტიის წევრია. ასე რომ, ჩვენთვის ახალი არ არის - პოლიტიკური დევნის ნიშნები სახეზეა. თუმცა, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული ისეთი, რაც ადრე არ მომხდარა, არ ხდება. მაგრამ არც მაშინ და არც ახლა მისაღები არ არის. ახლა საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ამის უფლებას მისცემს თუ არა. ჩვენი როგორც საარჩევნო, ისე მაჟორიტარული სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, ჩვენ არ ვართ პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელიც ახალ სახეებს წარადგენს - ჩვენ ახალი სახეები შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან, რომლებიც არიან პარტიის წევრები. ამ თვალსაზრისით წარმოვადგინეთ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტების წევრები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძიაია - შეიძლება ვიღაცისთვის ახლები არ არიან, მაგრამ მხოლოდ ასეთი ტიპის ახალი სახეები გვეყოლება - სხვანაირი არა", – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და დაამატა:

 

 

"გვეყოლება იმდენი მაჟორიტარი, რამდენის საშუალებაც გვექნება - ყველა რეგიონში რომ წარვადგინოთ ამის პრეტენზია არ გვექნება და არც გვქონია არასდროს, მაგრამ საკმაოდ ფართოდ ვიქნებით ყველა რეგიონში, პარტნიორი პარტიები. ჩვენ არავინ არაფერს გვითმობს და არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას. სალომე ზურაბიშვილი თუ "ქართული ოცნებიდან" უკონკურენტო იქნება, ის არ ნიშნავს, რომ"რესპუბლიკელებიდან" მას არ ეყოლება კონკურენტი. სალომე ზურაბიშვილს რომ "ოცნება" კონკურენტს არ უყენებს, ამას, როგორც მთაწმინდის ამომრჩევეველი, ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემი ხმა მასთან ნამდვილად არ წავა".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი