მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქტისთვის  „რძის მსგავსი”, „არაჟნისებრი“ და „ხაჭოსებრი“ სახელწოდების მინიჭება აიკრძალა
05-08-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, რძის პროდუქტების მწარმოებლებს აღარ აქვთ უფლება ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმზე მზადდება, უწოდონ „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“, „ხაჭოსებრი“ და ა.შ.

 

 

მაღაზიებში არსებული ყველა პროდუქტი, რომელსაც აწერია „კარაქი“, „არაჟანი“, „ხაჭო“ თუ „მაწონი“, მხოლოდ რძისგან დამზადებული უნდა იყოს.

 

 

2016 წლის 1-ელ აგვისტოს ამოიწურა რძის პროდუქტების მწარმოებლებისათვის მიცემული ვადა ამოიწურა.

 

 

რა ერქმევა მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქციას და გააგრძელებენ თუ არა მათ წარმოებას კომპანიები, მათი გადასაწყვეტია.

 

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენებს შარშან, როდესაც რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, ერთწლიანი ვადა მისცა.

 

 

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ამ ცვლილების შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან და ახლა უკვე მათ მარკეტინგულ მიდგომაზეა დამოკიდებული, თუ რა სახელით აწარმოებენ რძის შემცველ პროდუქციას.

 

 

სოფლის მეურნეობის ეროვნულმა სააგენტომ კი ამ დღეებში უკვე დაიწყო ბაზრის მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებს აღმოაჩენენ, მწარმოებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ.

 

 

„მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარე მადონა კოიძე მოელის, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დაიცავენ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მომხმარებელი მაწვნის, ხაჭოს, არაჟნისა თუ კარაქაის ყიდვისას აღარ დაეჭვდება, ხომ არ არის მასში მცენარეული ცხიმი.

 

 

„თუ რძის პროდუქტების სახელით ცნობილ რომელიმე პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებულია და ის არ არის რძის პროდუქტი“,-განაცხადა კოიძემ.

 

 

მისი თქმით, მოსახლეობის ერთ ნაწილს ხშირად ეშლება და ფიქრობს, რომ აღდგენილი რძე, ანუ ე. წ. რძის ფხვნილზე დამზადებული პროდუქტი, საფრთხის შემცველია. ის განმარტავს, რომ ეს ასე არ არის, ჩვეულებრივი რძისგან მზადდება და თავის ბუნებრივ თვისებებს არ კარგავს.

 

 

„მე, მაგალითად, მირჩევნია აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტი შევიძინო, რადგან ჯერჯერობით საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არაკეთილსაიმედო კერები და ცხოველური დაავადებების საფრთხეც, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის სამსახურის აქტიურობისა, ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის“,-განაცხადა კოიძემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლალი
      
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა თუ რასაკვირველია ფასი არ იქნება კატასტროფული. მცენარეული ცხიმისგან დამზადებულსაც ისეთი ფასი ფქონდა, რომ ხშირად ვერ ყიდულობდა რძის პროდუქტების მოყვარული ადამიანი და ნატურალურს შევწვდებით?
5 აგვისტო 2016 06:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი