ბორჯომში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, პრემიერ მინისტრის დავალებით, ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
”სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგება. წყალი ცისტერნებით მიეწოდება იმ უბნებს, სადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლება სისტემატიურად უწევს დახმარებას მოსახლეობას.
საგანგებო შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შს სამინისტროსა და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ გასული ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. გამთენიისას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაზიანებულ უბნებზე კიდევ ერთხელ მივიდა და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა“, - ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.