ზურაბ ჯაფარიძე: იმის მიუხედავად, რომ არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, ჩვენი ახალი საარჩევნო ბლოკი ძალიან კონკურენტული იქნება
05-08-2016, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ბლოკის ”ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი აღნიშნული ბლოკის შექმნის ერთ–ერთი უმთავრესი გზავნილია, რომ ქვეყნა უნდა წავიდეს პროდასავლური მიმართულებით და იმედს გამოხატავს, რომ ახალი საარჩევნო ბლოკი „ძალიან კონკურენტული“ იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ მათ არ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი, არ აქვთ პანამაში ანგარიშები, არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება.

 


”ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ, რადგან პრორუსული ძალები გაძლიერდნენ ამ ქვეყანაში. ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები. ჩვენ ვთანხმდებით წითელ ხაზებზე, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს პროდასავლური მიმართულებით. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა და ა.შ. არის სხვა ფაქტორები, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, ჩვენ არ გვაქვს უფასო სარეკლამო დრო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რესურსების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა ერთობლივად, ჯამში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, ვიდრე ცალ-ცალკე”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


ამ დროისთვის ახალ ბლოკს საარჩევნო სია შედგენილი არ აქვს. ჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით სიაზე საუბარი ნაადრევია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი