ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით. მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოა შინაურ ცხოველებთან ერთად ფოტოსურათები იყოს გადაღებული, არ შეესაბამება სინამდვილეს.
Guardian.ge ჭიათურის გამგეობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმარტავს შემდეგს:
მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს გადაღებულ იქნას ფოტოსურათები შინაურ ცხოველებთან ერთად, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი და მითითება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ.
აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს რეაგირებას და მოახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაბამისი პირის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ14 სოფელში.
ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება“,-ნათქვამია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.