პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.
როგორც დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხარეებს შორის გარკვეულ პირობებზე შეთანხმება ვერ მოხდა, აღნიშნული პირობები კი სასჯელის საკითხს ეხებოდა.
„საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული დეტალები დასაზუსტებელი იყო, რაც ამ ეტაპისთვის ვერ დაზუსტდა. აქედან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმებები ამ ეტაპზე მიღწეული არ არის და ამ ეტაპზე არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.