კანარის კუნძულებზე ერთ-ერთ ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას, რეინჯერი ფრანცისკო ხოსე სანტანა დაიღუპა.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ტყე-პარკში 27 წლის გერმანელმა დეფეკაციის შემდეგ ტუალეტის ქაღალდს ცეცხლი მოუკიდა, რამაც ხანძარი გააჩინა.
აფრიკის სანაპიროზე, ესპანური არქიპელაგის კუნძულ ლაპალმაზე მთის მიმდებარე ტყიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რეინჯერი სანტანას ცოლი და ხუთი შვილი დარჩა.
პოლიციის განცხადებით, 27 წლის მამაკაცი ოთხშაბათს, 4 აგვისტოს დააპატიმრეს და ცეცხლის გაჩენაში დასდეს ბრალი. მამაკაცმა, რომლის ვინაობა, პოლიციას არ გაუმჟღავნებია, ოფიცრებს განუცხადა, რომ „მან დეფეკაციის პროცესში შემთხვევით ტუალეტის ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა". გერმანელი მამაკაცი დაუდევრობით ცეცხლის გაჩენის ბრალდებით სასამართლო პროცესზე წარსდგება.
ცეცხლის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე ცდილობდა. პროცესში ჩართული იყო თვითმფრინავებიც.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რაჯოიმ გარდაცვლილი რეინჯერის ოჯახს, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.