პაატა ბურჭულაძის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მიუსაფარი და ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით კონკრეტული ინიციატივებით გამოდის
05-08-2016, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პაატა ბურჭულაძე  - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიუსაფარი და ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად.

 

 

მათი განცხადებით, ქვეყანაში ამ მიმართულებით არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, არაოფიციალური ინფორმაციით კი მიუსაფარ და ე.წ. ქუჩის ბავშვთა რაოდენობა 4 000 -ზე მეტია.

 

 

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა კვლევა და დღეს ფაქტობრივად არ არსებობს ოფიციალური მონაცემი,რომელიც რეალურ სურათს გვაჩვენებდა თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. არაოფიციალური მონაცემებით, (სხვადასხვა არასამთავრობო უწყებების ინფორმაციით) ქვეყანაში რამდენიმე ათასს სცდება მიუსაფარი და ქუჩაში მომუშავე ბავშვთა რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტომ, მხოლოდ 634 ბავშვთან მოახერხა კონტაქტის დამყარება,რომლითაც მხოლოდ 50_ის ჩართვა მოხერხდა სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამაში.ეს არის არადამაკმაყოფილებელი ციფრები,რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში”, - განაცხადა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორაგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა.

 

 

ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ და აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით კონკრეტული ინიციატივებით გამოდიან.

 

 

„უნდა მოხდეს მობილური ჯგუფების მუშაობის გაძლიერება და სამუშაო საათების გაზრდა. დღეს „ქუჩის ბავშვებთან” მომუშავე მობილური ჯგუფები მუშაობენ 09:00-დან 18:00 საათამდე. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მორიგეობა საღამოს და ღამის საათებში, როდესაც განსაკუთრებით იზრდება ბავშვების ქუჩაში კონცენტრაცია; დაემატოს მობილური ჯგუფები დიდ ქალაქებში, მაგალითად ბათუმში, სადაც ჯგუფების ფუნქციას ძირითადად საპატრულო პოლიცია ითავსებს; მოხდეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება ქუჩის ბავშვებთან მუშაობისა და ძალადობის გამოვლენის სპეციფიკაზე; ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიწყოს მობილური ჯგუფების ქუჩაში პატრულირება და არ მოხდეს რეაგირება მხოლოდ შემოსული ზარების საფუძველზე.

 

 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მონაცემებით, სამართალდამცავი უწყებების მხოლოდ 40 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრეინინგი მიუსაფარი ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის იდენტიფიცირებისა და გამოძიების საკითხებზე, მაშინ როდესაც მობილური ჯგუფები მხოლოდ თბილისში მუშაობენ. რეგიონებში ამ ფუნქციის შესრულება საპატრულო პოლიციას უწევს,რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია“,-განაცხადა თაქთაქიშვილმა.

 

 

მისი თქმით, საქართველოში სოც მუშაკების რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემაცაა.

 

 

„ასევე უნდა აღინიშნოს რომ დღეს,სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ რაღაც 240 სოც მუშაკი მუშაობს, რომლებსაც ამ საკითხებთან ერთად 25 მიმართულებაზე უწევთ მუშაობა.არადა ევროპული სტანდარტით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობით მინიმუმ 2 ჯერ უნდა გაიზარდოს სოციალური აგენტების მუშაობა რომ მათ მუშაობას ჰქონდეს აზრი და მოხდეს ამ პრობლემების ეტაპობრივად გამოსწორება“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

 

 

კომენტარები: 10
#10   Guy
      
References:


Guys on steroids before and after

References:
https://enouvelles.space/item/594533
2 აპრილი 2026 01:30
#9   ლევანი
      
მეამაყებით....
6 აგვისტო 2016 13:14
#8   ana
      
ნამდვილად რომ #ცვლილებებისდროა
6 აგვისტო 2016 12:25
#7   მანანა
      
გიორგი თაქთაქიშვილი ჩვენი თაობის ახალგაზრდაა, მიხარია მსგავსი თემებით რომ ხართ დაინტერესებული. ცვლილებებისთაობა თქვენს გვერდით გვიგულეთ

გიორგი ძალიან მაგარი ადამიანი ხარ შენს გვერდით გვიგულეე
6 აგვისტო 2016 12:21
#6   ელზა
      
მომწონს ამ ახალგაზრდების ასეთი პრობლემებით დაინტერესება,ეს ყველას ვალია საქართველოში,მაგრამ სამწუხაროდ მაღალ პოსტებზე მსხდომთ არ აინტერესებს ქვეყნის ქუჩებში გახედვა,წარმატებები ამ ახალგაზრდების შემართებას და წარმატებები ყველა მათ ლიდერს,#ცვლილებებისდროა
6 აგვისტო 2016 07:24
#5   მარი
      
მიხარია...ძალიან კარგი ინიციატივააა...წარმატებებიიიიი...ეს ბავშვები არასდროს არავის არ ახსოვდა.
6 აგვისტო 2016 06:41
#4   გიორგი
      
ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალგაზრდული ფრთა, რადგან ქუჩის ბავშვები საკმაოდ მწვავე და აქტუალური ტემაა და დროულადაა მისახედი.
6 აგვისტო 2016 04:50
#3   eka
      
არ არის სოც მუშაკების პრობლემა საერთოდ, უბრალოდ 98 % სოც მუშაკების კერძო სფეროში საქმდება, არაჩვეულებრივი წამოწყებაა და ძალიან გამიხარდება თუ რეალურად დაიწყებს სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობას
6 აგვისტო 2016 04:38
#2   ნიაზი
      
ღმერთმა დაგლოცოთ ამ თემის წამოწევისთვის, აბა თქვენ იცით ახალგაზრდებო!!!!!
6 აგვისტო 2016 04:33
#1   მერაბი
      
მართალი არიან ახალგაზრდები , ეს პრობლემა ყველა მთავრობის დროს იყო და ეხლაც არის . ეხლანდელი მთავრობა არ ამ პრობლემის გასაჭრელად არაფერს არ აკეთებს . საჭიროა სასწრაფოდ მიხედვა და კარდინალურად არის საჭირო მიდგომის შეცვლა ამ პრობლემისადმი
6 აგვისტო 2016 04:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი