პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კერძოდ კი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იყრის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი; სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში - კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი; ახმეტის ოლქში - პარლამენტარი გელა სამხარაული; ლაგოდეხში - შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი; გურჯაანში - ეკონომისტი დავით სონღულაშვილი; საგარეჯოში - ფინანსისტი რომან მუჩიაშვილი.
კანდიდატების წარდგენა ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.