„შინაურს თუ გარეულს, სტუმარს თუ საქართველოს მოქალაქეს, ყველას მოუხარია კახეთში, ყველა შეყვარებულია აქაურობაზე“,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და ვიცე პრემიერმა,კახი კალაძემ თელავში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას შეკრებილ მხარდამჭერებს.
მისი თქმით, თუ კახეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს.
საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ჰქონდა ბიზნესი ეწარმოებინა, არ შეშინებოდა, რომ ვინმე წილში ჩაუჯდება.
„თუ კახური ღვინო და მასპინძლობა არ დაგიგემოვნებია, ესე იგი აქაურობის სულს ვერ ჩაწვდომიხარ. თქვენი მადლიანი კუთხეა საუკუნეების მანძილზე პირველ რიგში ღვინოსთან და ვაზთან არის ასოცირებული, კახეთთან არის დაკავშირებული ქართული გენის მაგია. კახეთთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის იტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქარტეხილები.
ჩვენ მას მერე, რაც დავამარცხეთ ერთობლივი ძალისხმევით ძალადობრივი რეჟიმი, გვქონდა ორი არჩევანი - უახლესი ისტორიის მაგალითების მსგავსად რევანშზე და დასჯაზე უნდა გვეფიქრა პირველ რიგში, ან უპირველეს ყოვლისა ჩიხში შეყვანილი ქვეყნის განვითარებაზე და ნორმალურ გზაზე დაყენებაზე გვეზრუნა.
ჩვენ ავირჩიეთ ბევრად უფრო რთული, არაპოპულისტური გზა - ჩუმად და რუდუნებით დავიწყეთ ჩვენი სამომავლო კეთიდღეობისთვის საძირკვლის ჩაყრა. დავიწყეთ ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის რეფორმები, დავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. შევქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ქონდა ბიზნესი ეწარმოებინა არ შეშინებოდა რომ ვინმე წილში ჩაუჯდება ან ვინმე ფულს ჩაატანინებს, ან სახელმწიფოზე შუაღამით გადააფორმებინებს ნაშრომს და ნაჯაფს.
ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა, რომ თავისუფალი გახდა. ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც.
კახელი გლეხის გარჯა, ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები - მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შესაძლებლობებს, დოვლათის კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეულ კახურ ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში“,-განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.