ირაკლი სესიაშვილი წითელაშვილის სკანდალზე: როცა ნაცმოძრაობას სალაპარაკო არა აქვს, მაშინ წამოწევენ ხოლმე მსგავს თემებს, რომ "რუსთავი 2"-ის ბადე შეავსონ
06-08-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრისტან წითელაშვილის თემა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ სპეციალურად წამოწეული თემაა, - აღნიშნული განცხადება წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

 

 

„როცა ნაცმოძრაობას სალაპარაკო არა აქვს, მაშინ წამოწევენ ხოლმე მსგავს თემებს, რომ "რუსთავი 2"-ის ბადე შეავსონ. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი საიდუმლო რეჟიმის დარღვევა არ ყოფილა. თემის ხელოვნური ინსპირირება მოხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას, რათა საზოგადოებას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. სიუჟეტის თანახმად, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, წითელაშვილმა კი საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო. ტრისტან წითელაშვილი „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი