არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილი იტყუებოდა, - აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით გააკეთა.
კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, პოლიტიკურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.
„გამოძიება დაწყებულია, თუმცა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბატონი პაპუაშვილის მხრიდან, აშკარად წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში, იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარ ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა. მე პირველივე დღეს გამოვთქვი ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან პაპუაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე იყო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.