საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მიშელ ტემერის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც ზაფხულის 31-ე ოლიმპიადის გახსნამდე ბრაზილიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზაფხულის ოლიმპიადაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებს ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.