შს სამინისტრომ ბეშუმში, დოღის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ცნობით, საქმე 124-ე მუხლით აღიძრა. აღნიშნული გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
დოღის დროს ცხენმა მხედარი გადმოაგდო, გაქცეული ცხენი გოგონას დაეჯახა და დააზიანა.
ბეშუმში იმყოფებოდა პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. დაშავებულები პრემიერის ვერტმფრენში მოათავსეს. ვერტმფრენმა ბეშუმი უკვე დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.