საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ 28 კანდიდატს ავლაბრის რეზიდენციაში ხვდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს პრეზიდენტმა სიტყვითაც მიმართა.
"მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ერთ-ერთ დემოკრატიულ და საინტერესო პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა - როცა მოქალაქეები აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავიანთი აზრით და შეხედულებებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე, როცა თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ და რომლის მონაწილეებიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით", - მიმართა პრეზიდენტმა კანდიდატებს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებმაც კანდიდატები წარადგინეს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა სტანდარტი ამ პროცესის და კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი. მე მადლობა მინდა ვუთხრა მედიასაც, რომელიც მთელი კვირების განმავლობაში აქტიურად გითმობდათ თავის ეთერს, გაძლევდათ საშუალებას ჩამოგეყალიბებინათ თქვენი შეხედულებები და ფართო დისკუსია გაშალა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ლოდის საკიდური ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რადგან სასამართლო სისტემის სტაბილურობა, მდგრადობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა, ის ფუნდამენტია, რომელზეც ვითარდება სახელმწიფოებრიობა.
"პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებებზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს რეალურად არის სასამართო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რეალურად არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვები უკვე მოხსნილია.
"მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რომელიც მცირე და პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი იქნა დარეგისტრირებული, კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოხსნილი და ჩემი აზრით, დღეს უკვე ის მოხსნილია, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.