მაჩეტეთი (შაქრის ლერწმის მოსაჭრელი დანა) შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბელგიის ქალაქ შარლეროიში ორი ქალი პოლიციელი დაჭრა. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც იგი ცოტა ხანში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, ორ ქალ ოფიცერზე თავდამსხმელი ქალაქის მთავარი პოლიციის შენობასთან მომხდარი ინციდენტისას არაბულად გაჰყვიროდა „ალაჰ აგბარ“ ( ღმერთი დიდია).
ბელგიის პრემიერ მინისტრმა, შარლ მიშელმა მომხდარი ფაქტი დაგმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.