რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში უზბეკ დიერბეკ უროზბოევთან დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა.
მანამდე კი ქართველი ძიუდოისტი რუს ბესლან მუდრანოვთან ნახევარფინალურ შეხვედრაშიც დამარცხდა. ნახევარფინალში გასვლამდე კი პაპინაშვილმა სამი ორთაბრძოლა მოიგო.
ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მეოთხედფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.