საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს რაჭაში ჩავა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს დაესწრება.
პრემიერ მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო პროგრამის – „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო "შაორის" სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.