ნიკორწმინდის ეპარქიაში, ქალაქ ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად აღავლინა.
საღვთო ლიტურგიის შემდეგ ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა, რომელმაც პარაკლისი აღავლინა და ტაძრის აღმშენებელს გოჩა ენუქიძეს გაწეული ღვაწლისთვის სამადლობელი სიგელი გადასცა.
ტაძრის მშენებლობის ინიციატორი და ქტიტორი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. ტაძრის და სამრეკლოს მშენებლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 2006 წლის აგვისტოში, ქალაქ ამბროლაურის ცენტრში, მაჩაბლების ისტორიულ კოშკთან დაიწყო. ამ ადგილას კი წარსულში იდგა ტაძარი, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია. დღემდე ქალაქ ამბროლაურში მოქმედი ტაძარი არ არსებობდა.
"ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი შემკულია ულამაზესი ჩუქურთმებით, რომელიც ორიგინალობით გამოირჩევა და არ მეორდება. ტაძრის არქიტექტორი მამუკა კიკნაძეა", - აცხადებენ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის პრეს სამსახურში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირებისადმი მიძღვნილი ისტორიული ფოტოების გამოფენა და ნიკორწმინდის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.