სირიის ამბოხებულებმა „ალეპოში სამთავრობო ალყა გაარღვიეს“
07-08-2016, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიაში აჯანყებულების ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ერთი კვირის განმავლობაში არსებული სამთავრობო ალყა გაარღვიეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

 

სამთავრობო ძალებთან ახლოს მყოფმა წყაროებმა უარყვეს მათი უკან დახევა და განაცხადეს, რომ ამბოხებულები საარტილერიო ბაზიდან უკუაგდეს.

 

 

დიდ ბრიტანეთში ბაზირებული ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ აჯანყებულებმა ნამდვილად შეძლეს კავშირის დამყარება მათ თანამებრძოლებთან აღმოსავლეთ ალეპოში, მაგრამ, მათივე ცნობით, ამბოხებულები ჯერჯერობით წარუმატებელნი აღმოჩნდნენ დაეფუძნებინათ უსაფრთხო მარშრუტი.

 

 

როგორც BBC წერს, ამბოხებულების კოალიციაში ალ-ყაიდასთან აფილირებული ჯგუფიც არის გაერთიანებული.

 

 

სამთავრობო ძალებმა ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ივლისში გარე სამყაროს მოწყვიტეს და 250 000 ადამიანს ალყის პირობებში უწევს ცხოვრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი