[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გიორგი თავდგირიძე: გავრცელებულ კადრებში ცალსახად იკვეთება რამდენიმე დანაშაული (ვიდეო)
30-01-2014, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                    

 

"ცალსახად იკევეთება რამდენიმე დანაშაული, არა მხოლოდ გაცემული ბრძანება, რომელიც თავისთავად დანაშაულებრივია, არამედ იმდროინდელი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უპრობლემოდ იღებს ამ ბრძანებას და შემდგომ ასრულებს. არანაირი პროტესტი მათგან არ მოდის და არც ამ ბრძანების დაზუსტება ხდება", - განაცხადა თავდგირიძემ.


მისივე თქმით, კადრების ავთენტურობის საკითხი ეჭვს არ იწვევს. "თავიდანვე ვიცოდით რა ხდებოდა მუხროვანის ე.წ. აჯანყებასთან დაკავშირებით. იმ მოვლენების დასასრული, რასაც მუხროვანის კრიზისი ჰქვია, არაადეკვატურია. ამირიძე და ოთანაძე ვერანაირ გავლენას ვერ მოხდენდნენ შეიარაღებულ ძალებზე და ვერ ჩაითრევდნენ ვინმეს სახელმწიფოსთვის საშიშ ქმედებაში.


ეს მაშინაც იწვევდა მოსაზრებას, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შურისძიებაა იმ პირების მიმართ, რომლებმაც ისინი შეაშინეს, შეაშფოთეს და ამიტომ ეს კადრები არაა იმ ლოგიკური ჯაჭვიდან ამოვარდნილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა", - აღნიშნა ექსპერტმა. მისივე თქმით, "კადრებში კარგად იკვეთება, რომ მაშინდელი ხელისუფლების დროს ძალოვანი და პარტიული ლიდერები ერთმანეთში იყვნენ არეულები".


"მათ მიიღეს დავალება შინაგან სამეთა მინისტრისგან, რომელსაც ზეპირი დავალების გაცემის უფლება არ ჰქონდა. ჩვენ ამ კადრებით დავინახეთ, რომ იყო დანაშაულებრივი ბრძანება გაცემული და ამ ბრძანებას შედეგი მოჰყვა - გია წკრიალაშვილი შეეწირა და ორი ადამიანი დაიჭრა", - განაცხადა თავდგირიძემ.


Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოში ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. კადრებში ჩანს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ერეკლე კოდუა, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=2632&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი