“ქართული ოცნება” დღეს ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ენზელ მკოიანს წარადგენს
07-08-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დღეს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელებს.

 

 

როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა Guardian.ge-ს განუცხადა, ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედ დეპუტატს, ენზელ მკოიანს წარადგენს.

 

 

"დღეს სამცხე-ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა გაირკვევა. მათ შორის, ნინოწმინდა-ახალქალაქიდანაც რა თქმა უნდა, მოხდება წარდგენა და პარტია ენზელ მკოიანს დაასახელებს. მე დავესწრები წარდგენას", - აღნიშნა გაგიკ კარსლიანმა, რომელმაც მკოიანის წარდგენის შესახებ Guardian.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ განუცხადა.

 

 

ენზელ მკოიანის წარდგენის შესახებ არსებულ ინფორმაციას Guardian.ge-სთან საუბრისას ადასტურებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ედუარდ აღასარიანიც.

 

 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მივდივარ წარდგენაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ კანდიდატს, ბატონ ენზელ მკოიანს წარადგენს პრემიერი", - განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.

 

 

"ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი