"საქართველო ვერ იქნება წარმატებული სანამ დევნილები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში", - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შავშვებში გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
“დღევანდელ დღეს მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსი, ყველა ქართველი მოვიდეს და თვალებში ჩახედოს დევნილებს და უთხრას, რომ ჩვენ გვახსოვს მათი ტკივილი და საქართველო ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული სანამ ეს ადამიანები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში. ამიტომ ჩვენი გუნდის ამოცანა იყო არის და იქნება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე, პარტიის წარმომადგენლები გიორგი ტუღუში, ტარიელ ლონდარიძე და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი შავშვებში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდნენ.
პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ოკუპაციას მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.