გიორგი კვირიკაშვილი: შაორს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ამ ტურისტული ზონის განვითარებას
07-08-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო შენდება.

 


სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დღეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას, მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას, რაც საბოლოოდ ტურიზმის სფეროსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.
გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა ბიზნესმენმა მამუკა ჯმუხაძემ გაუწია. მისი ინფორმაციით, მშენებლობას კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” ახორციელებს. სასტუმრო „შაორი“ ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

 

 

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში არსებობს კომპონენტი, რომელიც არის ადგილობრივი სასტუმროს ქსელების განვითარებისთვის განსაზღვრული და სწორედ ამ კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია "უმასპინძლე საქართველოში" შაორის ტბაზე შენდება ახალი სასტუმრო. საერთოდ, შაორს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ამ ტურისტული ზონის განვითარებას. შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის მხრიდანაც იყოს თანადაფინანსებული არაერთი სასტუმრო. თვითონ ეს სასტუმრო არის პირველი მერცხალი ამ ტურისტული ზონის განვითარებაში. დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება და ეს არის 20 ნომრიანი სასტუმრო, ძალიან ლამაზი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული. თვითონ ეს ბიზნესმენი კიდევ გეგმავს აქ მეორე სასტუმროს აშენებას. სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება განსაკუთრებული ყურადღება და ალბათ, უნდა მოხდეს გენერალური დაგეგმარება, რომ სტიქიური განვითარება არ მოხდეს. აუცილებელი იქნება სახელმწიფო რესურსით დახმარება, რომ რაჭამ, ამ ულამაზესმა კუთხემ ის პოტენციალი, რომელიც აქვს, სრულად გამოიყენოს. ადგილობრივი მეწარმეების მცირე ოჯახური სასტუმროების შემოსავალი უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაჭა იცლება. თუ ჩვენ ასეთი მიზანმიმართული პროგრამები არ განვახორციელეთ ძალიან რთული იქნება მოსახლეობის დაკავება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა.

 

 

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი–„უმასპინძლე საქართველოში“ რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი