ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო და არაკომპეტენტურია და საკუთარი ჩრდილის ეშინია
14-02-2015, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ პრემიერ-მინიტრს, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, სერიოზულ უწყებებში და პარლამენტშიც კი ძალიან ნაკლები გავლენები აქვს და გადაწყვეტილების მიღება, ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

 


მისივე თქმით, ხელისუფლება იმ მთავარი დაპირების შესრულებაში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რა დაპირებასაც მოსახლეობას თამამად აძლევდა, უსუსური აღმოჩნდა. მისი თქმით, უსამართლობაა პასუხი პაიკებს მოსთხოვო და არა იმ ადამიანებს, ვინც ეს სისტემა შექმნა.

 


"მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ მაქვს საუბარი ყველა იმ ადამიანზე, ვინც შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო დაკავშირებული, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია და დანაშაულებრივი ბრძანება არ შეუსრულებია. ამ ადამიანებზე მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი და ყველამ იცოდა, რომ ისინი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ატერორებდნენ, უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, უკანონო ოპერაციებს ატარებდნენ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ, პირველივე დღეებიდანვე დაწყებული უნდა ყოფილიყო სამართლებლივი პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული უნდა დამდგარიყო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. უსამართლობაა პაიკებს მოსთხოვო პასუხი და არ მოსთხოვო პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ეს სისტემა შექმნა", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო და არაკომპეტენტურია, არაფრის გამბედაობა არ ყოფნის და საკუთარი ჩრდილის ეშინია.

 

 

"ამ ადამიანებს იმდენად ეშინიათ თანამდებობის და დღევანდელი მდგომარეობის დაკარგვის და იმდენად არიან დამოკიდებული იმაზე, თუ რას ეტყვიან მათი პარტნიორები, რომ მათ უბრალოდ დაივიწყეს ის პირობა, რომელიც მოსახლეობას მისცეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, პრეზიდენტი და მმართველი გუნდი სერიოზულ კრიზისშია. მისი თქმით, რეალური სურათი ისაა, რომ პრემიერ-მინიტრს, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, სერიოზულ უწყებებში და პარლამენტშიც კი ძალიან ნაკლები გავლენები აქვს და გადაწყვეტილების მიღება, ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

 

 

"ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თან ამბობს, რომ წავიდა ხელისუფლებიდან, თან რეალურად ყველამ ვიცით, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები მასთან თანხმდება. ეს ელემენტარული პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის პარლამენტში 40%-ით წარმოდგენილია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობის რაღაც რაოდენობა, სამწუხაროდ, ნამდვილად უჭერს მხარს, მაგრამ, არაუმეტეს 15-20%-ისა. პარლამენტში ასევე წარმოდგენილია ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მოსახლეობის 3%-იც კი არ მისცემდა ხმას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი