15 ადამიანი დაიღუპა მაკედონიაში შტორმის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შტორმმა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის დედაქალაქი დააზარალა, სადაც შტორმს ნგრევა და წყალდიდობა მოჰყვა.
ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.
გადაუღებელი წვიმის გამო სკოპიეში რამდენიმე უბანი დაიტბორა. სკოპიესა და მის შემოგარენში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მეტეოროლოგები დღის მეორე ნახევარში ისევ ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.