ოსკარ პისტორიუსი მიყენებული დაზიანებების გამო, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
07-08-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ აფრიკელი ათლეტი, ოსკარ პისტორიუსი მიყენებული დაზიანებების გამო, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

მედიის ინფორმაციით, 29 წლის ათლეტმა თავის მოკვლა სცადა და ვენები გადაიჭრა. მის საკანში ზედამხედველებმა სამართებელი აღმოაჩინეს. სუიციდის მცდელობის ვერსიას ციხის ადმინისტრაცია გამორიცხავს.

 

 

ზედამხედველების განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობა თავად პატიმარმაც უარყო და განაცხადა, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღო, როდესაც საწოლიდან გადმოვარდა.
გასულ თვეს პროკურორმა განაცხადა, რომ 6-წლიანი სასჯელი ძალიან მსუბუქია იმისთვის, ვინც ადამიანი მოკლა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

 


ოსკარ პისტორიუსმა თავის მეგობარ გოგოს 2013 წელს ვალენტინობის დღეს დახურული აბაზანის კარიდან ესროლა. ათლეტის განმარტებით, მას სახლში შემოსული ადამიანი თავდამსხმელი ეგონა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი