გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაწესებულების სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს.
აღმოჩნდა, რომ 43 წლის მამაკაცი სულაც არ ყოფილა შეიარაღებული, თუმცა ის შენობაში შეჭრის დროს სისხლიანი იყო. მას ტანზე მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა. რა ვითარებაში დაშავდა ამ დრომდე უცნობია. შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, აღნიშნული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დრომდე დაუდგენელია დანაშაულის მოტივიც. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ალყა უკვე მოხსნილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.