2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს დღეს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ
07-08-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს დღეს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. როგორც Guardian.ge-ს ქოულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სამედიცინო აქცია კლინიკა „მედცენტრში“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

"აქციის ფარგლებში, მათ ყველა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ, მიიღეს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. 2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000-3000 ლარს გადასცემს, ასევე 1000-1000 ლარის ოდენობით მატერიალური დახმარება გაეწევათ ომში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარს ჩაურიცხავს", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთა შორის 10 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი