„ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ იტყობინება. „როიტერსის“ ცნობით, „ბოევიკებმა“ ის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც თითქოს, ნაჩვენებია ამერიკელი ჯარისკაცების კუთვნილი იარაღი და მოწყობილობა, რომელიც დაჯგუფებამ ავღანეთის აღმოსავლეთში ხელში ჩაიგდო.
ინფორმაციის თანახმად, ფოტოებში ჩანს ამერიკული პორტატული სარაკეტო დანადგარი, რადიო, ყუმბარები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავღანეთის ჯარს არ გააჩნია. ამის გარდა, ნაჩვენებია ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის საიდენტიფიკაციო ბარათი.
ამერიკის სარდლობა კი ქაბულში უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედრო „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეობაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.