კახა კალაძე: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი
07-08-2016, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახალციხეში გააკეთა.

 

 

"ჩვენ რეალური შედეგებით დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შეცვალა ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული დამღუპველი რეალობა! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს. ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხსიმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო! ჩვენ პოლიტიკური ძალა ვართ ადამიანური სახით!”, - მიმართა ახალციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს კახა კალაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, ”ქართული ოცნება” 2012 წელს აღებულ სწორ კურსს გააგრძელებს მეტი მონდომებით, მეტი ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით.

 

 

”სამცხე-ჯავახეთის მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა ამ მხარის წინაშე ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა. ეს ულამაზესი და უმდიდრესი მხარე დიდი ეკონომიკური, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის მატარებელია და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვაქცევთ თქვენს კეთილდღეობად. მჯერა, რომ თქვენი ერთგულებითა და თანადგომით ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი სტაბილურობა, მეტი უსაფრთხოება, სწრაფი განვითარება და მეტი კეთილდღეობა. ჩვენ, განახლებული ”ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ.

 


ჩვენ თქვენთან ერთად, ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი