გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
07-08-2016, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 


ახალციხესა და ადიგენში ”ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე იქნება.

 


ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ენზელ მკოიანია, რომელიც სამი მოწვევის პარლამენტის წევრია.

 


ბორჯომსა და ასპინძაში ”ქართული ოცნების” სახელით კენჭს გედევან ფოფხაძე იყრის, რომელიც ამჟამად ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატია.

 


”ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

 

 

”ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ და წელსაც, ამ არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან რეალური ნაბიჯებით მივდივართ წინ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლიერებს. ჩვენ არჩევნებში ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ”ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი