ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განვსაზღვრეთ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაწყებულია სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
”ჩვენი ქვეყნის სამხრეთი კარიბჭის - სამცხე-ჯავახეთის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ისტორია - აქ ყველაფერში ჩვენი ისტორია იკითხება. ამ პატარა მიწაზე თავმოყრილი უმდიდრესი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობა, სულიერების კერები იმის დასტურია, რომ უძველესი კულტურის ერი ვართ. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ამ საგანძურის მოვლა-პატრონობა და შენარჩუნებაა. ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. ჩვენ, “ქართუ“ ფონდის დახმარებით, დავიწყეთ ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოები შესრულდა და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გაგვყავს საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დავიწყეთ და ეს გაგრძელდება. გარდა ამ ძეგლებისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას და, შესაბამისად, სტუმრებისა და ტურისტების რაოდენობას, რაც აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ახალციხელებს, ნინოწმინდელებს, ახალქალაქელებს, ასპინძის, ბორჯომის და ადიგენის მოსახლეობას. მადლობის სიტყვებით მიმართა რეგიონში მცხოვრებ სომხებს.
”მინდა მივმართო ჩვენს ძმებს, სომხებს, ჩვენი მიწა-წყლის შვილებს და მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთ ქვეყანას ვაშენებთ და მხოლოდ ერთად, ერთიანი ძალით შევძლებთ წინსვლას, უკეთესი საქართველოს აშენებას ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლების თაობისთვის. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.