გიორგი კვირიკაშვილი: სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს
07-08-2016, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყნის ისტორიული ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა - კვლავ შეასრულოს დამაკავშირებელი როლი ევროპასა და აზიას შორის.

 

 

”უძველესი დროიდან ჩვენი ქვეყანა ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი და აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს, 21-ე საუკუნეში, ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ვაჭრობა, დავამყაროთ ახალი კავშირები, კულტურული ურთიერთობები და უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია და სწორედ ეს მდებარეობა გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას. დღეს რეგიონში ხორციელდება უმსხვილესი პროექტი - ეს არის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ამ უმნიშვნელოვანესი მაგისტრალით სამცხე-ჯავახეთი ერთგვარად დაიბრუნებს თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას. გარდა ამისა, ახალქალაქში შენდება საერთაშორისო სადგური. ამ მასშტაბის პროექტები თავისთავად გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ეს არის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმება და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. საქართველო - თურქეთის საზღვარზე ამოქმედებული კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი და თანმდევი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს საქართველო-სომხეთის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ეს არის თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენი ხალხისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი