ერდოღანმა სტამბულში მიტინგზე მისულ მილიონზე მეტ ადამიანს უთხრა, რომ იგი მოიწონებს სიკვდილით დასჯის დაბრუნებას, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტი
08-08-2016, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში მრავალრიცხოვან მომიტინგეებს უთხრა, რომ იგი მოიწონებს სიკვდილით დასჯის დაბრუნებას, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტი და საზოგადოება. ერდოღანი თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში სულ მცირე ერთი მილიონი ადამიანის წინაშე გამოვიდა სიტყვით.

 

 

მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო უნდა გაიწმინდოს შეერთებულ შტატებში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის ყველა მხარდამჭერისაგან. თურქეთის ხელისუფლება იმამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც გიულენი უარყოფს.

 

 

მიტინგს თურქეთის სამი ოპოზიციური პარტიიდან ორის რელიგიური ფიგურები და ლიდერები ესწრებოდნენ. ქურთული პარტია დაპატიჟებული არ ყოფილა.

 

 

 

 

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 270–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ კი თურქეთის ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა. გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, ათიათასობით კი სამთავრობო სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

 

 

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები კრიტიკულად არიან განწყობილი თურქეთის მიერ სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის გამო. ევროკავშირი, რომლის წევრობის სურვილიც აქვს გამოხატული თურქეთს, წევრ სახელმწიფოებში არ უშვებს სიკვდილით დასჯას.

 

 

"ხუთი მილიონი"

 

 

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, სტამბულში მიტინგს მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ქუჩები ხალხით იყო გადაჭედილი. თურქეთის სამთავრობო წყაროების განცხადებით, მიტინგს მთლიანობაში 5 მილიონი ადამიანი დაესწრო, რადგან ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თურქეთის მცირე პროვინციებში, ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე ხალხს მისი ყურების საშუალება ჰქონდა.

 

 

 

 

ერდოღანმა მომიტინგეებს განუცხადა: "სიკვდილით დასჯა თურქეთის პარლამენტის გადასაწყვეტია... მე ვაცხადებ ამას წინასწარ, რომ მოვიწონებ პარლამენტის გადაწყვეტილებას. გვეუბნებიან, რომ სიკვდილით დასჯა არ მოქმედებს ევროკავშირში... მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ის; ჩინეთს აქვს ის; მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აქვს ის. ამგვარად, ისინი მათ ამის ნებას რთავენ. ჩვენ ის გვქონდა 1984 წლამდე. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, და თუ ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიტიკური პარტიები დაემორჩილებიან მას".

 

 

 

 

პრეზიდენტმა ასევე გიულენის მოძრაობის მიმართ უფრო მკაცრი ზომების შესახებაც ისაუბრა.

 

 

"15–მა ივლისმა აჩვენა ჩვენს მეგობრებს, რომ ეს ქვეყანა არის ძლიერი, არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური თავდასხმების წინაშე, არამედ სამხედრო საბოტაჟის წინაშეც. მან აჩვენა, რომ ის არ დაეცემა, და ის რელსებიდან არ გადავა", – განაცხადა ერდოღანმა.

 

 

"რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვააშკარავოთ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი და ძირფესვიანად აღმოვფხვრათ ისინი კანონის ჩარჩოებში, მაგრამ თუკი ჩვენ მივეცემით თვითკმაყოფილებას მხოლოდ ამით, მაშინ ჩვენ, როგორც სახელმწიფო და ერი, ჩვენს თავდაცვას დავტოვებთ სუსტ მდგომარეობაში მსგავსი ვირუსების წინაშე", – აღნიშნა ერდოღანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი