გიორგი კვირიკაშვილი: ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას
08-08-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო.

 


„დღეს 8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

 

 

„ჩვენ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შედეგად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ეს მოვლენები აღარ განმეორდეს. ქედს ვიხრი ყველა ადამიანის ხსოვნის წინაშე, მათ შორის როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი