ლევან იზორია: სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს
08-08-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს.

 


როგორც ჟურნალისტებს იზორიამ განუცხადა, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 


„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

 


მანვე რეზერვის კონცეფციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სტრატეგიაში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული".

 

 

„ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს. მას ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას", - განაცხადა იზორიამ.

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცემულ აქტს არ გადახედავს.

 

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ, ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში. ჩემი აქტი ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს.

 

 

ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ სხვა უწყებებში“, - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი