რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
”ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩევნი ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად იმიტომ, რომ მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. ერთი არის რეალობა, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას და ნამდვილად გავაერთიანებთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.