თავდაცვის მინისტრად ჩემი კანდიდატურის წარდგენას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ უძღოდა, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
”გულწრფელად გეტყვით, ბრიფინგის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე კანცელარიიდან დამირეკეს, პრემიერს თქვენთან შეხვედრა სურსო. სწორედ იქ შევიტყვე პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ. თავდაცვის მინისტრად ჩემი კანდიდატურის წარდგენას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ უძღოდა. პრემიერმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა. მე ყველაფერს ცივი გონებით შევხედე - არ მქონია ემოცია, კარგი შემოთავაზება მივიღე-მეთქი, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა.
პრემიერთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე. ვიგრძენი, რომ გუნდს ვჭირდებოდი და უნდა ვყოფილიყავი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის სადარაჯოზე”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.