ვახტანგ კაპანაძე: სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს
08-08-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, აცხადებს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.

 

 

”მინისტრთან, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და ჩვენ დავთქვით, რომ გამოვნახავთ დროს და ამ საკითხს საგანგებო შეკრებას მივუძღვნით, რათა ჩვენს პოზიციაში კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ახალი მინისტრი”, - აღნიშნა კაპანაძემ.

 

 

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით გადაიხედოს, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა:

 

 

”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან და ქვეყანაში არსებული რესურსიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა”, - დასძინა გენერალური შტაბის უფროსმა.

 

 

რაც შეეხება მობილიზაციის სისტემისა და რეზერვის კონცეფციას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, აღნიშნულ კონცეფციას თავდაცვის უწყება წლის ბოლოსთვის დადებს.

 

 

”წლის ბოლომდე იქნება დასრულებული და დადებული სამობილიზაციო სისტემა და რეზერვის განვითარების კონცეფცია, რომელშიც იქნება ასახული ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა გააჩნდეს ქვეყნის თავდაცვას. ნატო-ს ექსპერტებმა უკვე დაამთავრეს მუშაობა და დადეს დასკვნები, რომლებიც დადებითად აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენ ასევე ველოდებით ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების ჩამოსვლას, რომლებიც ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში დაგვეხმარებიან”, - განაცხადა კაპანაძემ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლილი ქართლელიშვილი
      
საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანაა,რომ თავისი უსუსური სამხედრო ხარჯებით სავალდებულო გაწვევის შედეგად შეკრებილი გამოუცდელი ბიჭებისგან ერთ წელიწადში შედეგზე ორიენტირებული ჯარი მიიღოს.პლიუს ამას,თავიდან იქნება აცილებული სამხედრო კორუფცია----1000 "გაპრავებული"მიზეზით პატრონიანების სახლებში დატოვება და უპატრონოების გაწვევა.ფული თუ იხარჯება,ბარემ ისე დაიხარჯოს,რომ გამართლება ჰქონდეს---პროფესიული,კარგად გაწვრთნილი ჯარი მაინც გვყავდეს.ამისი კარგი პრაქტიკული მაგალითები ხომ გვაქვს სახეზე.
8 აგვისტო 2016 05:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი