"თუკი ახალი თავდაცვის მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ", - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ.
”არსებობს ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დადგენილება, სადაც წერია, რომ გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის 3+1. თუმცა ამას არავითარი კანონის სახე არ აქვს. თუკი მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე აღნიშნულ თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიანი ვადა მას 2016 წლის ბოლოს ეწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.