გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
"დოიჩე ველეს" ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამშაბთს, სანკტ პეტერბურგში შეხვდება.
"რაშა თუდეის" ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ მოახლოებული მოლაპარაკებები მის "მეგობარ" ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში "ახალ ფურცელს გადაშლის" თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.
"ეს იქნება ისტორიული ვიზიტი. მჯერა, რომ ახალი ფურცელი გაიხსნება... ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან", – განუცხადა ერდოღანმა ახალი ამბების სააგენტო "TASS"–სს ექსკლუზიურ ინტერვიუში, სამშაბათს რუსეთში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტის წინ, და დაამატა, რომ "ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ჩვენი ქვეყნების მიერ ერთად გასაკეთებელი".
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წვლილს სირიაში და აღიარა, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარება რუსეთის გარეშე, შეუძლებელია. "სირიის კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია რუსეთის გარეშე. ჩვენ შეიძლება გადავჭრათ სირიის კრიზისი, მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით", – თქვა ერდოღანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია სირიის სამშვიდობო პროცესისთვის.
ივნისის ბოლოს პუტინისთვის გაგზავნილ წერილში ერდოღანმა გამოხატა წუხილი და სინანული იმ ფაქტის გამო, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა 24 ნოემბერს რუსული "სუ–24" ჩამოაგდეს სირიის საზღვართან. მან აგრეთვე მოუბოდიშა გარდაცვლილების ოჯახებს. ამას კი რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პუტინმა ურთიერთობების განმუხტვისკენ გადადგა ნაბიჯები, მოხსნა ემბარგო თურქულ პროდუქციაზე, აღადგინა ჩარტერული რეისები.
თვითმფრინავის ჩამოგდებამ, რომელმაც ორი რუსი სამხედრო თვითმფრინავი იმსხვერპლა, მანამდე ორ ქვეყანას შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობა, უპრეცედენტო დაძაბულობამდე მიიყვანა. რუსეთმა ამ ინციდენტის შემდეგ თურქული საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალა, შეაჩერა ჩარტერული ფრენები თურქეთში, რომლის კურორტებიც მილიონობით რუსისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილებია. უფრო მეტიც, რუსეთმა ორი მთავარი პროექტიც გაყინა – გაზის მილსადენის მშენებლობა შავი ზღვის გასწვრივ და ბირთვული ქარხნის პროექტი. ახლა პუტინი და ერდოღანი პერსონალურად განიხილავენ ამ ორი პროექტის მომავალს.
ერდოღანის წერილობითი მობოდიშების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ორჯერ შედგა. ბოლოს პუტინი ერდოღანს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ესაუბრა და თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.