მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს.
გუნავას დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან შენობის შესასვლელის პიკეტირება სცადა.
სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი, თუმცა გუნავა მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რამდენიმე მომიტინგე აცხადებს, რომ პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციას სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა მართავს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მათ საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.
ამავე ჯგუფმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინათაც გამართა. სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა მაშინაც დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.